მთავარი 2019-02-05T03:16:44+00:00

ჩვენი პროდუქცია

შპს “დიზაინ ემ ჯორჯია” ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან 15 დასახელების 30-ზე მეტი სახეობის ქვის მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ფილას აწარმოებს ექსტერიერისა და ინტერიერისათვის. კომპანიის მიზნებშია ასორტიმენტის ზრდა, შიდა ბაზარზე ცნობადობის და გაყიდვების, ასევე ექსპორტის ზრდა.

მოსაპირკეთებელი ქვის ფილები დამზადებულია ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. კომპანია იყენებს საუკეთესო ხარისხის პიგმენტს, რაც უზრუნველყოფს ფერთა ფართო არჩევანს და მდგრადობას ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ.

წარმოებული მოსაპირკეთებელი ქვის ფილა დროთა განმავლობაში არ იცვლის ფერს და არ ხუნდება. ქვის ფილებს უკანა მხარეს აქვს რელიეფური ზედაპირი, რომელიც უზრუნველყოფს კედელზე მყარ მიმაგრებას წებოცემენტით ან სპეციალური სილიკონით.

დეკორატიული ქვის ფილებით შეიძლება მოპირკეთდეს კედლის სწორი, 90 გრადუსიანი, ოვალური ფორმის ზედაპირები, კოლონები და კიბის უჯრედები.

პარტნიორები